კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მისი ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა უკრაინაში, რაც "უდიდესი ტრაგედიაა" ქვეყნისთვის. ამაზე მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთის გასვლის მიზეზი კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან იყო "კეთილი ნების აქტი უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დროს".
მანვე დასძინა, რომ რუსეთმა ეს გააკეთა, რათა მოეხსნა დაძაბულობა ამ რეგიონებიდან და ეჩვენებინა, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა შექმნას კომფორტული პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.